დაგვიანდა თუ არა გზის რეაბილიტაცია?

11 აგვისტო 2017, 00:00 2845 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძე ირწმუნება რომ, კურორტ ბეშუმში  შიდა გზის კეთილმოწყობა ინდმეწარმემ განსაზღვრულ ვადებში ვერ დაასრულა, გამგეობამ  კი კომპანია არ დააჯარიმა.

ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ხულოს გამგეობაში. ლაშა ბოლქვაძის განცხადებით,  ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა მშენებარე კომპანიას 5 სექტემბრამდე აქვს, სამუშაოები კი მისი თქმით,  შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით შეჩერდა. ბეშუმის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი იხარჯება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში