ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები თბილისში გადაასვენეს

09 აგვისტო 2017, 00:00 2906 ნახვა

ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები გუშინ გვიან ღამით თბილისში გადაასვენეს. მანამდე მათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდებოდათ, დასკვნას უწყება  30 დღის ვადაში დადებს. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გუშინ ახალგაზრდების გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ,  მათ შორის ნარკოტიკების მოხმარების, ასევე თვითმხილველები პირად საუბარში ამბობდნენ, რომ ცხედრებს ძალადობის კვალი ეტყობოდათ, თუმცა ეს ვერსიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა. შეგახსენებთ, ორი ახალგაზრდა ბიჭი გუშინ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ  კორპუსში გარდაცვლილები იპოვეს. ისინი ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი