მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

07 აგვისტო 2017, 00:00 2376 ნახვა

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს 13 საათზეა ჩანიშნული. ღოღობერიძის ადვოკატი ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს. პაატა შავაძის თქმით, ბრალდებულს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, დაცვის მხარეს კი ამის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს.

მერაბ ღოღობერიძის უფლებადამცველი, მოსამართლე დავით მამისეიშვილს, შუამდგომლობით მიმართავს პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ. უცნობია, დაესწრება თუ არა პროცესს ბრალდებული. წინა სამი სხდომა ღოღობერიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა.

პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის ინფორმაციით,  შესაძლოა დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი დაიკითხოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში