სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

07 აგვისტო 2017, 00:00 3913 ნახვა

ხელვაჩაურის სოფელ ზედა სამებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ბრალდებული მაღალმთიანეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 ინციდენტი 5 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.  სოფელ ზედა სამებაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე  34 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი და  ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებულს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 

ამავე კატეგორიაში