ზურაბ პატარაძე: „ჩვენ მთა უნდა გავაძლიეროთ“

06 აგვისტო 2017, 00:00 3467 ნახვა

„ჩვენ არ დავუშვებთ აჭარის მაღალმთიანეთიდან მასიურ მიგრაციას, ჩვენ მთა უნდა გავაძლიეროთ“ - ამ სიტყვებით მიმართა „შუამთობაზე“ შეკრებილს მოქალაქეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე, გაზიფიკაციაზე, რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და მთის კანონზე ისაუბრა. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ აჭარა ყველა სეზონზე ვიზიტორებისთვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს, მეტი ტურისტი, მეტი დასაქმებული ადამიანი - ეს არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და სტატეგია. რეგიონის პირველმა პირმა მთის კანონის დადებით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ხელისუფლების ეს ინიციატივა მოსახლეობას სტიმულს აძლევს მაღალმთიანეთში იცხოვროს და სოფელი არ დატოვოს. პროექტებს შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე გამოყო. ზურაბ პატარაძემ იალაღების ელექტროფიკაციაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ 6 მთა უკვე განათდა. რაც შეეხება მოსახლეობისათვის გაზის მიწოდების საკითხის მოგვარებას, მისი თქმით პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს პერიოდში აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირება დაიწყება.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში