ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

05 აგვისტო 2017, 00:00 3667 ნახვა

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან უკვე სახლში გაწერეს მედიკოსების ინფორმაციით ერთ-ერთმა მათგანმა მხრის არეში დახურული ტრამვა მიიღო, ხოლო  მეორემ ტვინის შერყევა. დაშავებული ბავშვების დედა კი კვლავ რეფერალურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

როგორც, მედიკოსები ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, მერსედესის მარკის ჯიპი ე.წ ზებრა გადასასვლელზე ქვეითად მოსიარულე ქალს და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში