ხანძრის შედეგად 2 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

04 აგვისტო 2017, 00:00 5239 ნახვა

2 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა მელიქიშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად.  დაშავებულები არ არიან. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც დაზარალებული ორი ოჯახი დროებით ქირით გაიყვანა. 

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცეცხლის კერა ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე გაჩნდა, თუმცა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. ხანძრის ჩაქრობას 6 სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა ცდილობდა.  საქმე  187-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა რაც ნივთის დაზიანება - განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში