2 დაშავებული კლინიკაში რჩება

04 აგვისტო 2017, 00:00 2448 ნახვა

ქობულეთი - ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის დროს ერთ-ერთ დაშავებულს ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, მას მხრის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობას ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გადის, მესამე კი გუშინვე ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებიდან, პირველადი დახმარების აღმოჩენის შედეგ გაეწერა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან, სოფელ ბუკნართან  მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში