სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

02 აგვისტო 2017, 00:00 2907 ნახვა

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან პათოგენური მიკროორგანიზმებით არცერთია დაბინძურებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ქართული წარმოების სხვადასხვა დასახელების ცივი დესერტი სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე შეამოწმა.

ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს, მათ შორის, ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს პათოგენურ მიკროორგანიზმებზე ნაყინის 39 ნიმუში შემოწმდა.

ამავე კატეგორიაში