უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება

01 აგვისტო 2017, 00:00 2300 ნახვა

კვლავ დღის წესრიგში დგას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი. უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ საქართველოს მოთხოვნის გამო გადაიფიქრა მიხიელ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა ჩამოართვა. ინტერნეტ-გამოცემა ,,აბაზრევატელმა" დღეს პოროშენკოს ბრძანება გამოაქვეყნა.

ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა. მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა. უფრო კონკრეტულად კი იმ ინფორმაციის დამალვა, რომ სააკაშვილზე სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული საქართველოში. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. იგი ამ დროისთვის მოქალაქეობის არმქონე პირია და გავრცელებული ინფორმაციით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

გაიგზავნება თუ არა ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოთხოვნა Dდონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, იმ შემთხვევაში, თუ იგი მუდმივ საცხოვრებელს ამერიკაში დაიდებს, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქვეყანა საერათაშორისო სამართლის ნორმებით იხელმძღვანელებს. 

ამავე კატეგორიაში