საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგში

08 ივნისი 2016, 00:00 4125 ნახვა

საქართველო მშვიდობის გლობალურ რეიტინგიში 163 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა. 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანა 92-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი - 117-ე პოზიციას იკავებდა. მონაცემების თანახმად, 2015 წელს მსოფლიოში შეირაღებული კონფლიქტების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო, ლტოლვილთა რაოდენობამ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ანგარიშში ყველაზე საშიშ ქვეყნად სირიაა დასახელებული. ის რეიტინგში 163-ე ადგილს იკავებს. მას მოსდევს სამხრეთ სუდანი, ერაყი, ავღანეთი და სომალი. ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად კი ისლანდიაა დასახელებული. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და პორტუგალია. ევროპა მსოფლიოში კვლავ ყველაზე მშვიდობიან რეგიონად რჩება, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ამავე კატეგორიაში