ბათუმში მსუბუქ ავტომანქანას ესროლეს

30 ივლისი 2017, 00:00 14548 ნახვა

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ  მსუბუქ ავტომანქანას   ესროლეს. ავტომობილის საქარე მინას ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევისას გვერდით მდგომი ავტომანქანებიც დაზიანდა. სროლის შედეგად დაშავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ბრიგადა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში გავიდა. მინდია კახიძის თქმით, მედიკოსებს გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პოლიციელები დახვდნენ, დაზარალებულები კი იქ არ იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, შემთხვევის დროს ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში