აუდიო - ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევა ე.წ. ციანიდის საქმეში

28 ივლისი 2017, 00:00 2297 ნახვა

ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ  ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა”- ირწმუნება ე.წ - ლი ,,ციანიდის” საქმის ერთ-ერთი პროკურორი. არგუმენტად კი ზვიად გუბელაძე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს ასახელებს. საქმეში ასეთი 14 ტომია.

დეკანოზის ადვოკატი კი აცხადებს, რომ  ვიდეო მასალაში არ ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი  ვინმე საეჭვო პირს შეხვდა, რომელმაც ციანიდი გადასცა.  ე.წ. ციანიდის საქმეზე ამ წუთებში იმ აუდიო და ვიდეო მასალების გამოკვლევა მიმდინარეობს, რომლებზეც დაკავებული სასულიერო პირისა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის შეხვედრებია ასახული. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ფრაზას „შორენას მარილზე გაშვებას“ აქვს გაგრძელება, რაც ვერ ადასტურებს, რომ ამით ბრალდებული მის შესაძლო მკვლელობას გულისხმობდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში