ლიფტების რეაბილიტაცია

28 ივლისი 2017, 00:00 2823 ნახვა

ქობულეთში მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების შესაცვლელად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 20-დან 8 ლიფტის გამოსაცვლელად 474 ათას 239 ლარი აჭარის მთავრობამ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის ფონდიდან გამოყო.

სატენდერო  წინადადებების მიღება ხვალიდან დაიწყება. გამარჯვებულმა კომპანიამ არსებული ლიფტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა 90 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში