სპორტის სიახლეები

27 ივლისი 2017, 00:00 2750 ნახვა

უნგრეთში მიმდინარე ევროპის ახლაგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში მედლები ჯერჯერობით მხოლოდ ძიუდოისთა ანგარიშზეა, გუშინ 60 კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ჩიხელიძე ავიდა, ფინალურ ორთაბრძოლაში მან მოლდოველ პეტრუ პელივანს სუფთად მოუგო. დღეს კი 81 კგ წონით კატეგორიაშიბრინჯაოს მედალი  ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა, რამდეინმე დღით ადრე ვერცხლის მედალი ერგო ასევე ძიუდოისტ ბექა წიფანს. 

წარმატებულად დაასრულეს ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა გამოსვლა სარაევოში, სადაც ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის იმართებოდა, ორი ოქრო ორი ბრინჯაო ერთი ვერცხლი ასეთია ჩვენი ნაკრების მონაგარი, ამ შედეგის თანახმად საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა. შეჯიბრების ბოლო დღეს 46 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო გიორგი გეგელაშვილმა, ვერცხლის მედალს კი 54 კგ წონით კატეგორიაში დაეუფლა. დღეს კი სარაევოში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გაემგზავრნენ და რამდენიმე მათგანს ხვალვე ვიხილავთ ხალიჩაზე. 

 ბუდაპეშტში კი საწყალოსნო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატზე  გაირკვა ფინალისტების ვინაობა წყალბურთელ გოგონათა შორის, ფინალში ერთმანეთს ა.შ.შ -ის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მე-3 და მე-4 ადგილებზე გასული გუნდების ვინაობას კანადისა დარუსეთის ნაკრებების დაპირისპირება გამოავლენს. დღეს უნდა გაირკვეს ფინალისტების ვინაობა ვაჟებშიც, საბერძნეთი –უნგრეთი და ხორვატია სერბეთი, ასე გადანაწილდნენ ნახევარფინალისტები. 

საინტერესოდ წარიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გუშინ,  ყველაზე მეტი გოლი ბრიუგესა და თურქული ბაშაქშეჰირის შეხვედრაში გავიდა, 3:3 ასეთია საბოლოო  ანგარიში. რაც შეეხება სხვა მატჩებს კიევის დინამომ იან ბოისს  3:1 სძლია, ანალოგიური ანგარიშით მოუგო ასტანამ ვარშავის ლეგიას. ფრედ 1:1 დასრულდა მატჩი ნიცასა და აიაქსს შორის, ეს ანგარიში დაფიქსირდა ზალცბურგის და რიეკას დაპირისპირებაშიც. ასევე ფრედ 0:0 დასრულდა მატჩი სელტიკსა და რუსენბორგს შორის. ჰაპოელ ბიერ შევამ ლოდოგორეცს 2:0 მოუგო. თითო გოლი გავიდა ვიტორული-აპოელის და მარიბორი-ჰაფნაფიორდურის მატჩებში, ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა იმარჯვეს.  ჩემპიონტა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 1-2 აგვისტოს გაიმართება.  ამ წუთებში კი 29 წყვილი თამაშობს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს და მათ შორის სამწუხაროდ არც ერთი გუნდი არ არის ქართული.

დღეს გამთენიისას ევროპული ფეხბურთის გრანდებმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იასპარეზეს,  პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ოტამენდის, სტერლინგის, სტოუნსისა და დიასის გოლებით მადრიდის რეალი დაამარცხა, მადრიდელთაგან ერთადერთი გოლი შეხვედრის ბოლოს არნაის ოსკარმა გაიტანა. საინტერესო გამოდგა კიდევ ერთი მატჩი ბარსელონასა და მანცესტერ იუნაიტედს შორის, კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს ჟოზე მაურინიოს გუნდთან, ერთადერთი გოლი 31 წუთზე ნეიმარმა გაიტანა რომლისთვისაც შესაძლოა ეს ბოლო გოლი გახდეს ბარსელონას მაისურით. როგორც იცით ნეიმარი პარისენჟერმენში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. თავად პარიზელები კი ტურინის იუვენტუსთან დამარცხდნენ ანგარიშით 2:3. 

ამავე კატეგორიაში