კობა ნარჩემაშვილი: კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის უკრაინული მხარისთვის გადაცემა აკრძალულია

26 ივლისი 2017, 00:00 2292 ნახვა

ლეონიდ ჩერნოვეცკის საქმესთან დაკავშირებით კომენტარები საქართველოს პარლამენტში გაკეთდა. კობა ნარჩემაშვილის განცხადებით კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქის უკრაინული მხარისთვის გადაცემა  აკრძალულია.

 „არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც მასთან წინააღმდეგობაში მოდის, ძალა არ აქვს.  რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს მათი მართლმსაჯულების საქმეა, ჩვენ ჩვენი კანონმდებლობა ამას გვიკრძალავს“ - ამბობს მმართველი გუნდის წევრი. საქართველოს პარლამენტის წევრი ლეონიდ ჩერნოვეცკის საქმეს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში