NDI - ის კვლევა

26 ივლისი 2017, 00:00 1993 ნახვა

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ,  23% კი ცუდად აფასებს.  გამოკითხულთა  12%- ძალიან ცუდად, 52%- საშუალოდ. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ამ იდეის მოწინააღმდეგე  16%-ია.

საქართველოში გამოკითხული  მოსახლეობის 49% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს ხალხს, ხოლო 42% არ ეთანხმება. კითხვაზე, გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ სმენია, ხოლო 9% აცხადებს არა.  1%-ს კი   პასუხი არ აქვს.  საზოგადოებრივი აზრის კვლევა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა და პირისპირ მეთოდით გამოიკითხა 2 ათას 261 პირი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში