აგარა-ზემო ოსიაურის გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

07 ივნისი 2016, 00:00 3492 ნახვა

ახალი გზა, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს. ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - 12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობან დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ახალ გზაზე. პროექტის ფარგლებში შენდება: ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრანსპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი , 2 ცენტრალური მაგისტრალის გზაგამტარი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გადასასვლელი. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებზე 500-მდე ადამიანია დასაქმებული. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში