ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა

26 ივლისი 2017, 00:00 2552 ნახვა

მიენიჭება თუ არა რეგიონის მთავრობას სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლება , ეს დღეს გაირკვევა.  ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, მიმდინარე წელს შესაძლოა სკოლის დირექტორების კონკურსი გაიმართოს. „სადაც ვერ მოხდება სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის შერჩევა, აჭარის განათლების სამინისტრო მსგავს სკოლებში,  დირექტორს ძალიან ეფექტურად და სწრაფად დანიშნავს“ - განმარტავს ინიციატივის ავტორი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული კუთხით ცვლილების განხორციელება აუცილებელია. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, სამინისტროს საშუალება ექნება, რეგიონში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები თავად დანიშნოს და გაათავისუფლოს.

ინიციატივას, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში ასევე მმართველ გუნდში მხარს უჭერენ.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი