ე.წ. ციანიდის საქმე

25 ივლისი 2017, 00:00 2098 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დილიდან განახლდა ე.წ-ლი ,,ციანიდის” საქმის განხილვა. დაიკითხა ბრალდებული სასულიერო პირის მეგობარი. სახელმწიფო ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მოწმე არ იყო გულწრფელი და მან არ თქვა თუ რა ნივთიერებები გადასცა ბრალდებულ დეკანოზს.

პროკურორის თქმით, ეს არის პირი, რომელიც  დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,პიარს” აქტიურად ეწეოდა. ამ წუთებში სავარაუდოდ, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ,,სკაიპის” საშუალებით  გამოკითხვა მიმდინარეობს, რადგანაც სოსო ოხანაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში