ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შუახევში

24 ივლისი 2017, 00:00 8209 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს შუახევში. სოფელ შუბანში ავტომობილი გზიდან გადავარდა. 6 მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

სასწარფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველ ეტაპზე დაზარალებულები შუახევის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით კი  ორი მათგანი,  ბათუმში სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მედიკოსების განცხადებით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული სხვა პირები, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გაწერეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის  დარღვევას   გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში