განმეორებითი შესწავლა

22 ივლისი 2017, 00:00 2567 ნახვა

შუახევში, სოფელ კობალთაში დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები განმეორებით შეისწავლიან. გამგებლის ინფორმაციით, გეოლოგების დასკვნის შემდეგ შესაძლოა 12 ოჯახის განსახლება აუცილებელი გახდეს.

შუახევში შიშობენ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში წუმპოს მთიდან მეწყრული პროცესები შესაძლოა კვლავ განმეორდეს. შეგახსენებთ, სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები ერთი თვის წინ განვითარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში