საცობები ბათუმის ქუჩებში

07 ივნისი 2016, 00:00 5043 ნახვა

“Maroon 5-ის” კონცერტის გამო უკვე რამდენიმე საათია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია. მოძრაობა შეფერხებულია გოგებაშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ფარნავაზ მეფის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის და ამ ტერიტორიის გადამკვეთ ქუჩებზე. მოძრაობა ასევე გადატვირთულია ცენტრალურ მაგისტრალზე - ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით, გადაადგილება შეფერხებულია ბათუმის შემოსასვლელშიც. გზებზე სიტუაციის განმუხტვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში