სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

20 ივლისი 2017, 00:00 3592 ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  ვიდეო ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და მასში კარგად ჩანს შეიარაღებული პირი, რომელიც იხსენებს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდს. იგი საუბრობს აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩაცხრილვაზე  და ამბობს, რომ ამაში თავად მონაწილეობდა.

აქვე ითხოვს, გადაიხედოს ის საქმე, რის გამოც 13 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა. მამაკაცი ვიდეომიმართვის გავრცელებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და იქვე დასძენს: „მე ყველაფერი მახსოვს, ვის რა აქვს ნაკეთები ქობულეთის პოლიციაში“. ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

ამავე კატეგორიაში