სამოხელეო დანაშაულისთვის ბრალდებულები გაამართლეს

18 ივლისი 2017, 00:00 2328 ნახვა

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პასუხისგებაში მიცემული საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. საუბარია ბათუმის მერიის თანამშრომლებზე, პაატა აცინბასა და ზაზა ნაჭყებიაზე, რომლებზეც საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება არჩევნების პერიოდში რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ბრალდების მხარემ მათი დანაშაული ვერ დაადასტურა, გასულ კვირას სასამართლომ  ისინი გაამართლა.

ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება ხულოს, ქედისა და ბათუმის თვითმმართველობის კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან დაკავიშრებით. ადვოკატები, საქმეში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ, საგამოძიებო ორგანოში კი კომენტარს არ აკეთებენ. რას ედავებოდნენ ახლა უკვე ყოფილ ბრალდებულებს?

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში