ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

17 ივლისი 2017, 00:00 2931 ნახვა

ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. 

გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. ამ ინიციატივის შესახებ კი გიორგი მარგველაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზეა ნათქვამი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

ამავე კატეგორიაში