პროკურატურა დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

14 ივლისი 2017, 00:00 3119 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 2 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, რომელიც ერთი წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებს - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს. თენგიზ კახიძის განცხადებით, ორთავე ბრალდებული ამ პირობას ეთანხმება. თენგიზ კახიძის ინფორმაციით, ორ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების   გაფორმება 20 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე  იგეგმება.

დაცვის მხარის ინფორმაციით,  პროკურატურა სხვა ბრალდებულებს 18 თვით  თავისუფლების აღვეთას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია.   თუმცა, ადვოკატი  დავით  ჯაფარიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები და შესაძლოა ამ შეთანხმებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი  ბრალდებული დათანხმდეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში