უსკო ისევ დაუკომპლექტებელია –რატომ არ შედგა კენჭისყრა?

06 ივნისი 2016, 00:00 2767 ნახვა

4 თვეში ქვეყანაში არჩევნებია, მე-6 თვეა კი აჭარის უმაღლეს საბჭო  უსკოს დაკომპლექტება ვერ მოხერხდა. დღეს  უმაღლეს საბჭოში კვორუმი შედგა, თუმცა, საკითხი დღის წესრიგის პროექტიდან ვადების დარღვევის  გამო მოიხსნა და სხდომაც დახურულად გამოცხადდა.  ვინ არ გადათვალა სწორად 19 მაისიდან 14 დღე – რათა რიგგარეშე სხდომა და კანდიდატების განმეორებითი კენჭისყრა კანონიერ ვადაში, 2 ივნისს ჩატარებულიყო? გახდა თუ არა ამის მიზეზი მმართველი გუნდის გერმანიაში მივლინება  – ბრალდებებისა   და არგუმენტების შესახებ  ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება. ჯენი, საღამო მშვიდობისა. შენ პირდაპირ ეთერში ხარ. მიმდინარე პროცესების ფონზე - რამდენად მოსალოდნელია, რომ  არჩევნები რეგიონში უსკოს მოქმედმა შემადგენლობამ ჩაატაროს? - საუბრობენ თუ არა ამაზე დეპუტატები? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში