დაშავებული ქვეითი რეანიმაციაში რჩება

09 ივლისი 2017, 00:00 2985 ნახვა

არასრულწლოვან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. 16 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ქობულეთიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს, სადაც მას ოპერაცია და გამოკვლევები ჩაუტარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა  ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, პაციენტი კონტაქტური იყო და ქალაქ ტვინის დახურული ტრვმით ქალაქის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის  დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში