კონპენსაციების მოლოდინში

09 ივლისი 2017, 00:00 2263 ნახვა

თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 28 ოჯახს “საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში, 25 ათას ლარიანი კომპენსაცია დაერიცხათ. გამგებლის წარმომადგენლის, მამუკა ქამაშიძის ინფორმაციით, დარჩენილი 40-მდე ოჯახი კომპენსაციებს მომდევნო კვირიდან მიიღებენ. სეზონურად მცხოვრები 30-ი ოჯახის შესწავლა კი გრძელდება. 

 სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები იანვარში გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა. დაზარალებული 60 ოჯახისთვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. ორი მათგანი კი ვაშლოვანში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელში იცხოვრებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში