მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

08 ივლისი 2017, 00:00 3823 ნახვა

სპორტსმენ კობა ბაკურიძეს ისევ ეძებენ. სამაშველო ოპერაციები მეექვსე დღეა გრძელდება. სპორტსმენის ძმა, თამაზ ბაკურიძე მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა.

იგი  შსს-ს  მიმართავს და უწყებას ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო - კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერების შესწავლას სთხოვს. მას შშს - ს აჭარის სამმართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისად მიაჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება რის გამოც დამატებითი კომენტარი უწყებაში არ კეთდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში