ქართველმა მეზღვაურებმა სამაშველო ოპერაცია განახორციელეს

06 ივნისი 2016, 00:00 6681 ნახვა

ქართველმა მეზღვაურებმა სამაშველო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. კაპიტანმა კარლო ჩხარტიშვილმა და უფროსმა მექანიკოსმა კახაბერ ხინთიბიძემ ზღვაში სამაშველო ოპერაციას კოორდინაცია გაუწიეს და ჩაძირულ გემზე მყოფი 266 ლტოლვილი  გადაარჩინეს. შემთხვევა ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკის სანაპიროებთან მოხდა, როდესაც არარეგალურად მცურავი გემი ჩაიძირა. დაიღუპა 34 ადამიანი. გემის ჩაძირვის დროს ამავე აკვატორიაში მარშალის დროშით მცურავი გემი იყო, რომელზეც აღნიშნული 2 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მათ  ,,სოლას"-ის და ,,სარ"-ის კონვენციების შესაბამისად იმოქმედეს. ქართველი მეზღვაურების მოქმედებას წარმატებულად აფასებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ამავე კატეგორიაში