ავტომობილი  მოზარდს  დაეჯახა 

06 ივლისი 2017, 00:00 5341 ნახვა

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე არასრულწლოვანს  ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით,  მას  ჩაუტარდა გამოკვლევები, რის შედეგაც 13 წლის  მოზარდს ქალა-ტვინის ტრამვა დაუდგინდა.  

მოგვიანებით კი მშობლების ინიციატივით ის დედაქალაქში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი   ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში