ე.წ. გერმანულ მოდელზე ბიუროზე იმსჯელებენ

06 ივნისი 2016, 00:00 1675 ნახვა

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს დეპუტატები მიმდინარე სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. ე.წ. გერმანული მოდელი ერთ მანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს არ აუქმებს, თუმცა მანდატები განსხვავებული წესით დაითვლება და არჩევნებში მიღებული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილდება. ცვლილებებთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ფრაქცია ,,ქართულ ოცნებაში” ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. პოზიციას არ იზიარენებენ კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელები". ე.წ. გერმანულ მოდელს მხარს უჭერს უმცირესობა, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც ბოიკოტს აგრძელებს.

ამავე კატეგორიაში