მოსამართლემ ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

05 ივლისი 2017, 00:00 3583 ნახვა

მოსამართლე ლევან გელოვანმა ექვსივე ბრალდებული, მალხაზ ბერიძე, გიორგი გუბელაძე, შოთა გორგაძე, ლაშა დეკანაძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე  პატიმრობაში დატოვა.  მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე აცხადებს, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის საქმის განხილვა 14 ივლის 14:00 საათზე განახლდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში