ორ დღეში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

01 ივლისი 2017, 00:00 2577 ნახვა

აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.   ბათუმის საგამოცდო ცენტრში  71 სექტორია გახსნილი, რეგისტრირებულია 3 ათას 600 მეტი აბიტურიენტი. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ცენტრი გამოცდებისთვის მზადაა. პერსონალი გადამზადებულია, ტექნიკური თვალსაზრისით კი პრობლემა არ არსებობს. დღეს ქსელი შემოწმდა, ის გამოცდებისთვის საჭირო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია - ამბობს მანუჩარ ლორია.

ცენტრის ადმინისტრატორის თქმით ყველა სექტორში ვიდეო თვალი უკვე დამონტაჟდა. ადმინიტრაციის წევრები კი კურატორებსა და დამკვირვებლებს ხვალ შეხვდებიან.გამოცდა ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ტესტები კომპიუტერის ეკრანზე იქნება მოცემული, აბიტურიენტები კი პასუხების ფურცელზე  იმუშავებენ. 

ხვალ ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 8 საათზე, საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე  დაიწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.​

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში