კურსდამთავრებულების დაჯილდოვება

01 ივლისი 2017, 00:00 3124 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა 79-ე საზეიმო გაცილება გაიმართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

სტუდენტურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ,  150-მდე  სტუდენტი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიაზე ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ფოტოები და FAB LAB BSU-ს ნამუშევრები. საღამო უნივერსიტეტის მუსიკალურმა ბენდმა გააფორმა და იგი ფერების ფესტივალით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში