უფასო წამლების პროგრამა

01 ივლისი 2017, 00:00 2623 ნახვა

უფასო მედიკამენტების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში  ბენეფიციარები  მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად -1 ლარად მიიღებენ. ინიციატივა ეხება ქრონიკული დაავადების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 ათასს არ აღემატება.

მედიკამენტები გაიცემა  ისეთ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე, როგორებიცაა მაღალი არტერიული  წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის, ფარისებრი  ჯირკვლის დაავადებები, ასევე დიაბეტის მე-2 ტიპის  მქონე პირებზე. პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში