დღეს ქობულეთობა

30 ივნისი 2017, 00:00 2674 ნახვა

დღეს “ქობულეთობაა.” სახალხო დღესასწაულზე, ცენტრალურ პარკში თვითმმართველმა ერთეულებმა მათთვის დამახასიათებელი საგამოფენო კუთხეები მოაწყვეს. გამოიფინა ადგილობრივი საწარმოების პროდუქცია, სტუმრებმა და ადგილობრივებმა ტრადიციული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

ღვინის სახლში ტრადიციული იმიტირებული ქორწილიც გაიმართა. დღესვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა, პოლონეთის ქალაქ ობორნიკთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.  ცოტა ხნის წინ დაიწყო ქობულეთში, გალა კონცერტი, მანამდე კი ფერების ფესტივალი გაიმართა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში