დაკავებულების ახლობლებს მთავრობის წევრები შეხვდებიან

30 ივნისი 2017, 00:00 2684 ნახვა

აქცია და გაძლიერებული დაცვა მთავრობის სახლთან. 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული ბრალდებულების ოჯახის წევრებმა დღეს ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, დღეს ვერ შეხვდნენ, თუმცა პირობა მიიღეს, რომ შეხვედრა ორშაბათს შედგება.

აქციის მონაწილეებისგან სამთავრობო შენობას ათობით პოლიციელი იცავდა. მანამდე, ბადრაგირების დროს შექმნილი პრობლემის გამო, სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ დაიწყო დაგვიანებით და მალევე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს მოწმის სახით გამომძიებლები, ხოლო დაზარალებულის სტატუსით მერიისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უნდა დაეკითხა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი