რამაზ ბოლქვაძე: იპოთეკით ობიექტის დატვირთვა დარღვევა არ არის

30 ივნისი 2017, 00:00 1829 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, გასხვისებული სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა კანონით ნებადართული და გავრცელებული ფორმაა.

"საუბარია იპოთეკით ობიექტის დატვირთვაზე, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ეს სხვა შემთხვევებშიც გავრცელებული ფორმაა. ეს დარღვევა არ არის" - ასე გამოეხმაურა აჭარის ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებას.

ლაშა თორდიამ დღეს "მთავართან" აღნიშნა, რომ კომპანია "სტატოტელსა" და აჭარის ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გარკვეული რისკები დაინახეს და პროკურატურას მიმართეს. თორდიას განმარტებით, კომპანიას, რომელსაც აჭარის მთავრობამ სახელმწიფო ქონება "მზიური" პირდაპირი წესით მიჰყიდა, აღებული ვალდებულებები შესრულებული არ აქვს და ახლა ობიექტის იპოთეკით დატვირთვასაც ითხოვს, რაც ეჭვებს აჩენს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მახინჯაურში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ამ ეტაპზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება, სწორედ ამ კუთხით მივიღეთ თავის დროზე გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები" - აცხადებს რამაზ ბოლქვაძე

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში