ქაბულში ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა

05 ივნისი 2016, 00:00 3331 ნახვა

ავღანეთში მყოფი თავდაცვის მინისტრი, ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ქართულ დელეგაციასთან ერთად ცერემონიალზე უცხოელი სამხედრო წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ კაპელანმა მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი 42-ე ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა. თინათინ ხიდაშელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართული შეხვედრების შემდეგ ნატოს წევრ ქვეყნებში ვიზიტებს განაახლებს. ავღანეთიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში