დაკავებულების ახლობლებს მთავრობის წევრები ორშაბათს შეხვდებიან

30 ივნისი 2017, 00:00 4628 ნახვა

გადაკეტილი გზა სამართალდამცავებსა და ქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა.  საპარტულო  პოლიციის თანმაშრომლებმა აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.    საავტომობილო მოძრაობა მთავრობის სახლთან რამდენიმე წუთით იყო შეფერხებული, გზა 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა გადაკეტეს.  ამ წუთებში კი გამსახურდიას ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია. 


აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული პირების ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთ საათზე მეტია არინ შეკრებილები.  ისინი ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, რომ მთავრობის თავმჯდომარემ დაკავებულებს პროკურატურასთან უშუამდგომლოს. 

ადვოკატის ინფორმაციით,  მათ მიიღეს დაპირება, რომ  დაკავებულების ახლობლებს ორშაბათს, 15 საათზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები  შეხვდებიან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში