უსაფრთხოება გზებზე-მოსახლეობის მოთხოვნა

29 ივნისი 2017, 00:00 5416 ნახვა

თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ 9 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა, მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდავი ე.წ. მწოლიარე პატრულის ან ქვეითთა გადასასვლელი ხიდის მოწყობას ითხოვს. მათი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.

შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრები და თვითმმართველობის არჩევნებზე, თამარის დასახლებაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ესწრებოდნენ.

ცენტრალურ მაგისტრალზე შეკრებილების პრობლემით, გზად მიმავალი მათივე მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნებიდან ვახტანგ წულაძე დაინტერესდა. მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ აქ ქვეითთა გადასასვლელი ხიდი მოეწყოს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ცენტრალური მაგისტრალის თამარის დასახლების მონაკვეთი მერიის ბალანსზეა, და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში