საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა

05 ივნისი 2016, 00:00 1785 ნახვა

ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები მოინახულა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ. თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო იმ დავალებებს, რომელსაც ქართული ქვედანაყოფები ასრულებენ, მოისმინა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და პირადად გაესაუბრა ჯარისკაცებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი