100 ქულიანი სისტემა - ახალი სატელეფონო  აპლიკაცია 

29 ივნისი 2017, 00:00 2785 ნახვა

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ახალი მობილური აპლიკაციისა და სხვა ინოვაციური სერვისების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ახალი აპლიკაციისა და  მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

ასევე საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, სხვადასხვა ცნობის ასაღებად შეავსონ განაცხადი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სანომრე ნიშანი.

ამავე კატეგორიაში