ტენდერი უფასო სასადილოს რემონტისთვის

28 ივნისი 2017, 00:00 2840 ნახვა

27 ათასი 260 ლარი გამოიყო ქობულეთის ბიუჯეტიდან მუნიციპალური უფასო სასადილოს რეაბილიტაციისთვის. შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, გამოიცვლება კარ-ფანჯარა და სამზარეულოს ინვენტარი, ეზოში მოეწყობა მოსაცდელი ფარდული.

სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება. სატენდერო პირობებით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50  დღეში უნდა დაასრულოს. რემონტის პერიოდში გამგეობა სასადილოს დროებით ალტერნატიულ შენობაში გადაიტანს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში