საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

25 ივნისი 2017, 00:00 2834 ნახვა

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 6 მაისის პარკიდან სტუდენტების მსვლელობით დაიწყო, რომელიც ბათუმის ნავსადგურთან ოფიციალური ღონისძიებით დასრულდა. პორტთან შეკრებილ მეზღვაურებს, მათი ოჯახის წევრებსა და სტუდენტებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს.

ისაუბრეს ნაოსნობაში ქართველი მეზღვაურების მიერ შეტანილ წვლილსა და მათ როლზე ქართულ  ეკონომიკაში. ასევე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის, როგორც სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობაზე. ეკონომიკის მინისტრი მეზღვაურებს კანონმდებლობის ევროპულ სტადნარტებთან დაახლოებას პირდება, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი კი სანავსადგურო სექტორის განვითარებას. საქართველოში ამ დროისთვის ათი ათასამდე მეზღვაურია. დღესვე ნაოსნობაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სიმბოლურად ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში