მუსლიმი მრევლი რამადან- ბაირამს აღნიშნავს

25 ივნისი 2017, 00:00 3416 ნახვა

მუსლიმი მრევლი დღეს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.  ბაირამი  ლოცვით აღნიშნეს ბათუმის ორთა ჯამეში. მუსლიმი მრევლი მეჩეთში დილის 6 საათიდან შეიკრიბა. მორწმუნეები რამაზანისას, დღის საათებში, უარს ამბობენ, ყველანაირ საკვებსა  და სასმელზე.  წელს რამაზანი 27 მაისს დაიწყო და 25 ივნისს რელიგიური დღესასწაულის – ბაირამის აღნიშვნით დასრულდა.

დღეს ბაირამის დღესასწაულის მისალოცად ტრადიციულად ორთა ჯამეში მთვარობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები მივიდნენ. მათ შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს. ჟურნალისტების კითხვას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს ზურაბ პატარაძემ არ უპასუხა. 

ამავე კატეგორიაში