საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

25 ივნისი 2017, 00:00 3449 ნახვა

დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ბათუმში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. დღის მთავარი ღონისძიება, ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა.

მეზღვაურებს, პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,   აჭარის მთავრობის თავჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს.  ქართველ მეზღვაურებს საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და პირველად ზღვაზე ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში